https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გასაუქმებელია თუ არა ყველა ა(ა)იპ-ი?

7:04; 3.04.2017
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომებზე, გამგეობის სამსახურების უფროსების, ა(ა)იპ-იების ხელმძღვანელების ანგარიშის მოსმენა დაიწყო.

31 მარტს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ხმაურიანი და საქმიანი იყო, თუმცა, მაინც დაისვა და გაჩნდა მრავალი კითხვა არაერთი საკითხის ირგვლივ, რომელიც სერიოზულ მიდგომას საჭიროებს.

შესანარჩუნებელია თუ უკლებლივ გასაუქმებელი ყველა ა(ა)იპ-ი, რომელიც 2014 წლიდან შეიქმნა?

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ განაცხადა, 2014 წელსაც არ უნდა შეგვექმნა ა(ა)იპ ორგანიზაციები, რადგან ეს ფულის არასწორი ხარჯვააო:

_ არიან ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელები, რომელთა პროფესიონალიზმში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა და გასაკვირია, რომ დღეს აუდიტის სამსახური ზოგ ორგანიზაციას “საფრთხის შემცველად” აცხადებს. რატომ წერენ ახლა ამას, როცა აუდიტის სამსახურს ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში არ გაჩენია ეჭვი ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და არქიტექტურის დაგეგმარების ცენტრის” მუშაობის ირგვლივ? _ იკითხა კვერღელიძემ, როცა აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელი გია სკამკოჩაიშვილი ანგარიშგებით წარდგა ბიუროს წინაშე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მას მადლობაც გადაუხადა წარსული კვალიფიციური საქმიანობისთვის და გამოთქვა მოსაზრება, რომ ხომ არ აჯობებდა, ა(ა)იპ ორგანიზაციის ნაცვლად შეექმნათ შპს, რომელსაც ექნება განვითარების მეტი პერსპექტივა.

რაში დახარჯა ა(ა)იპ ორგანიზაციამ ნახევარ მილიონამდე ლარი?

ბიუროს სხდომაზე ანგარიშით წარდგა უპირველეს სალიკვიდაციოდ მოაზრებული ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის” დირექტორი შალვა შავიშვილი. მან ისაუბრა ფერმერულ ცენტრში გაწეულ მუშაობაზე, კონკრეტულად, გურული ვაზის ჯიშების აღდგენის ვალდებულებაზე, რისთვისაც დიდი ძალისხმევა გასწიეს და ერთ ჰექტარ ფართობზე მევენახეობის სპეციალისტის, ანდრო ვაშალომიძის მეცადინეობით და მზრუნველობით, უკვე გაშენებულია არა ერთი გურული ჯიშის ვაზი.

_ სამი წელი გავიდა, რაც მუშაობა დაიწყეთ და რა მდგომარეობაა ახლა? ანდრო ვაშალომიძე მართლაც უდიდეს ქართულ საქმეს ემსახურება. შეძლო თუ არა მან მუშაობა სრულყოფილად ან რამ შეუშალა ხელი? ნახევარ მილიონამდე თანხაა დახარჯული ამ ხნის მანძილზე, _ უთხრა დიმიტრი კვერღელიძემ შავიშვილს.

 შალვა შავიშვილმა პასუხად თქვა, რომ შეკითხვა, თანხის დახარჯვასა და მიზანმიმართულებაზე უხერხულია.

_ ამ 400 ათასი ლარიდან 300 ათასი ლარი დაიხარჯა მხოლოდ ხელფასებისთვის. საზოგადოება იყო იქ და იღებდა ხელფასებს! ეს არის 70% აღნიშნული თანხისა! დღეისთვის შემცირებულია ათი თანამშრომელი. დარჩა თერთმეტი კაცი, თუმცა, მეოთხე თვე იწყება და სამსახური პარალიზებულია! არც ერთი თეთრი არ დახარჯულა და არ გაცემულა, როცა თვით კონკურენციის სააგენტოსგან, ნოდარ ხადურისგან 37 ათასი ლარის დახარჯვის უფლება გვქონდა! გაუგებარია ჩემთვის _ სამი თვეა, არ გაგვიცია ერთი თეთრი, არადა უნდა გაგვეშენებინა ვენახი! ეს არის სახელმწიფო მეურნეობა, მეგობრებო, როგორ შეიძლება, სამი თვის განმავლობაში ასე პარალიზებული ყოფნა? თუ გასაუქმებელია, უნდა გაუქმდეს, თუ არა და რა ჰქვია ამას? ორი ათასი კაცი მოვიდეს და ნახოს იმ ფართობზე, რა გვაქვს შრომით გაკეთებული! 9 კაცი გათავისუფლდა, არ მიგვიცია ერთი თეთრი ხელფასი. არ გვქონდა თუ რა? ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული! თუ სამსახურში შემოწმებაა, იქ ხელფასს არავინ აჩერებს, შუქს არ უჭრიან და ასე შემდეგ… _ თქვა შავიშვილმა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ არ აპირებს იმ 400 ათასი ლარის გახარჯვის ბუნდოვნად დატოვებას, საიდანაც 300 ათასი ხელფასებისთვის გაიცა და რატომღაც ეკითხებიან, ამდენი რომ მოგეცით, ფერმერული განვითარების ცენტრში რას მოახმარე, გვაჩვენეო.

_ შუქი მართლა არ გაქვთ? _ ჰკითხა კვერღელიძემ.

_ დიახ, ჩაჭრილია, არც კომპიუტერი მუშაობს და საერთოდ, არაფერი. პარალიზებული ვართ, _ უპასუხა შავიშვილმა.

დიმიტრი კვერღელიძემ თქვა, რომ ახლა დაწყებულია ამ ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი:

_ არ გვინდა არავის ლიკვიდაცია. თუმცა, ჩვენს გადაწყვეტილებაში მართლები რომ ვიყოთ, კონკურენციის სააგენტო ითხოვს, დავუსაბუთოთ 200 ათასლარიანი დაფინანსების აუცილებლობა… რა ბედი ეწია მეღორეობის განვითარების საქმეს ან ვაზის ნერგები თუ გადაეცა ვინმეს? _ იკითხა მან.

შალვა შავიშვილის თქმით, მეღორეობის ფერმისთვის 56 ათასი ლარი დაიხარჯა:

_ მოსახლეობაში ხელშეკრულებით გაიცა 16 გოჭი, რომელშიც თანხა არავის გადაუხდია. არსებობს შეთანხმების პირობები. თუმცა, შემდეგ მეღორეობაზე მუშაობა იმიტომ შევწყვიტეთ, რომ აქ მომუშავე დარგის სპეციალისტი ცალკე სამუშაოდ გავიდა და მისთვის, მოთხოვნის თანახმად, კონკურენტი არ უნდა ვყოფილიყავით, ეს გამგეობასთან შეთანხმებით მოხდა, _ თქვა შავიშვილმა და ისაუბრა 2018 წლის მოსალოდნელ პერსპექტივაზე, რომ ჩამოაყალიბებს იხვის ფერმას, რითაც შესაძლებელი გახდება ყოველწლიურად 200 ათასი ლარის მოგების შემოტანა.

_ არავინ, მამაზეციერიც კი არ დაგიჯერებს მაგას, რომ ამხელა მოგება გვექნება, _ უთხრა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ შავიშვილს და ურჩია უფრო რეალურ ციფრებსა და შესაძლებლობებზე საუბარი.

დიმიტრი კვერღელიძემ კვლავ შესთავაზა საკუთარი აზრი:

“2018 წელზე რომ საუბრობთ, მაგ დროს ეს ორგანიზაცია უკვე ლიკვიდირებული იქნება. ჯობს, იფიქროთ გამოსავალზე და ხომ არ შეუძლიათ თქვენს თანამშრომლებს, იჯარით ისარგებლონ და ისე განაგრძონ მუშაობა, რაკი საკითხი ლიკვიდაციაზე დგას”.

შავიშვილს, დეპუტატებმაც შესთავაზეს საკუთარი მოსაზრება _ თუ წლის ბოლოსთვის, 200 ათას ლარიანი მოგების შემოტანა შეუძლიათ, გამოისყიდონ ეს ოთხი ჰექტარი ფართობი, აიღონ სახელმწიფოსგან სესხად 300 ათასი ლარი და მერე, გადაიხადონ, მოგებიდან გამომდინარე.

შავიშვილმა ამ შეთავაზებაზე განაცხადა და თქვა, რომ ეს არის არადამაჯერებელი თანხა, რომელსაც არც ერთი ბიზნესმენი არ გადაიხდის, ისევე, როგორც არადამაჯერებელი დარჩა იხვების მოშენებით 200 ათას ლარიანი მოგების ნახვა, რის არასარწმუნოობის დასტურად დავით დარჩიამ მამაზეციერიც კი მოიშველია.

თუ როგორ დასრულდება სალიკვიდაციოდ მომზადებული ამ ა(ა)იპ ორგანიზაციის ბედი, ამაზე საკრებულოს წევრები მორიგ სხდომაზე, განკარგულების პროექტების დამტკიცების დროს იმსჯელებენ.

ბიუროს სხდომაზე, ასევე,  მოისმინეს ანგარიში წარმატებული ა(ა)იპ ორგანიზაციის _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” მიერ 2016 წელში გაწეული მუშაობის შესახებ და მის დირექტორს მაია ქუტიძეს მადლობა გადაუხადეს.

აუცილებელია თუ არა სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელს უმაღლესი განათლება ჰქონდეს?

ბიუროს სხდომაზე ხმაური გამოიწვია “სკოლამდელი აღზრდის და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღების თაობაზე”, საკითხმა.

მოთხოვნას განსაკუთრებით შეეწინააღმდეგა დეპუტატი გელა აროშიძე.

_ ცოცხალი თავით არ დავუჭერ მხარს ამ საკითხს. რა ქნას მენეჯერმა, რომელსაც არ აქვს უმაღლესი განათლება, მაგრამ მრავალი წელია ადგილზე მუშაობს და საქმე ესმის? არჩევნებიც მოდის და ამ საკითხის წამოჭრა ახლა არ არის მიზანშეწონილი, _ თქვა მან.

 თუმცა დეპუტატების უმეტესი ნაწილის აზრით, სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელს, ისევე, როგორც სკოლის დირექტორს უნდა მოეთხოვებოდეს უმაღლესი განათლება და რომ ეს ცენზი აუცილებელია.

_ 21-ე საუკუნეა და განსაკუთრებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს სათავეში უმაღლესი განათლების მქონე პირები უნდა ედგნენ, _ ასეთი იყო მათი აზრი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11 სექტემბერი, 2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11 სექტემბერი, 2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10 სექტემბერი, 2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10 სექტემბერი, 2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10 სექტემბერი, 2026

"ერთი ლუკმას გვაძლევს, მეორე კი პირიდან გვაცლის!"

უნდა გაუქმდეს თუ არა, ქალაქი ოზურგეთი, როგორც თვითთმართველი ერთეული?

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

4:46; 14.09.2026
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო