თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც, ფულის გასესხებითაც იზრდის შემოსავალს, აცხადებს, რომ მის მილიონებს, როგორც უნდა ისე განკარგავს.
“წლების განმავლობაში სპორტიდან მილიონობით შემოსავალი მქონდა. თუ „კალა კაპიტალსი“ სხვადასხვა საქმიანობითაა დაკავებული, როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების მართვით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მის ფინანსებთან დაკავშირებით, ნებისმიერი ინფორმაცია არის საჯარო და დეკლარაციაში სრულადაა წარმოდგენილი.
ცნობისთვის, სესხის უმრავლესობა გაცემულია ვალდებულების შესრულებამდე და სწორედ ამიტომ არ ჩანს მოგება მერის დეკლარაციაში ჯერჯერობით.
წყარო: alia.ge