
ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 40 მოშიმშილეს კიდევ 69 შეუერთდა. ისინი „ადამიანის უფლებათა ცენტრის” და სახალხო დამცველის ანგარიშს აპროტესტებენ, რომელშიც წერია, რომ სასჯელაღსრულების დაწესესებულებებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება დაწესებულებაში მიღებისას ქალი პატიმრების სრული პირადი შემოწმება გაშიშვლების გზით, რა დროსაც მათ ბუქნების გაკეთებას სთხოვენ.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსულების დაწესებულებაში საპროტესტო წერილი დაიწერა, რომელსაც ხელს 150 მსჯავრდებული აწერს. ისინი ანგარიშის შინაარსს პატიმართა უფლებების დარღვევად მიიჩნევენ და ავტორებისგან ბოდიშს მოითხოვენ. პატიმარმა ქალებმა შიმშილობა გუშინ დაიწყეს.




































































