ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
დაბა სურამთან ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
ირკვევა, რომ ერთი ახალგაზრდა ადგილზე, ხოლო მეორე კლინიკაში გარდაიცვალა. დაღუპულები ხობში მცხოვრები მეგობრები, დავით აკობია და გიორგი სიჭინავა არიან. ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.
გარდაცვლილებს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან
“გასკდა გული ბიჭებო; დაუჯერებელია ეს ტრაგედია; როგორ უნდა გაგრძელდეს უთქვენოდ ცხოვრება; ღმერთო, ეს რა დღე გაგვითენე” , _ წერენ გარდაცვლილი ბიჭების ახლობლები სოციალურ ქსელში.