ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფრაზა „გატეხილი გული“ სულაც არაა უბრალოდ ფრაზა და გული მართლა შეიძლება „გატყდეს“.
ნებისმიერი მძაფრი ემოციური დატვირთვის შემდეგ ორგანიზმი გამოყოფს ადრენალინს რომელიც აქამდე მიჩნეული იყო როგორც გულის მუშაობის მასტიმულირებელი, მეცნიერებმა კი მისი ფუნქცია რადიკალური კუთხით დაინახეს. ადრენალინის გამომუშავების დროს გულის კამერები იწყებს უფრო სწრაფ მოძრაობას, რომელსაც გახეთქვამდე მიჰყავს.
სიყვარულისგან გამოწვეული დადებითი თუ უარყოფითი ემოცია, რაიმე სხვა სახის განცდა, თუ ეს ყველაფერი გადაჭარბებულია გული ამ დატვირთვას ვერ უძლებს.
„გატეხილი გულის სინდრომი“ ნათელს ხდის რატომ კვდება ადამიანი მალე, როდესაც ის საყვარელ ადამიანს კარგავს.