მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“უახლოეს დღეებში კვლავ არასტაბილური და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
უშუალოდ პროგნოზის განხილვამდე მოკლედ მიმოვიხილოთ მიმდინარე ზამთრის ქრონოლოგია;
თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის კლიმატურ ისტორიას, მივხვდებით, რომ ხშირად რბილ პერიოდებს, რომელიც ზამთრის პირველ ნახევარში გვქონდა მცირე წვიმით და მაღალი ტემპერატურით, მოჰყვება ნალექიანი და ცივი ფაზები, თითქოს ბუნება ყველაფრის ხელახლა დაბალანსებას ცდილობს: ერთგვარი „ კლიმატის კომპენსაცია “….
ხვალიდან საქართველოში – მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში წვიმა, აღმოსავლეთში თოვლჭყაპი, ისევ სიცივე იქნება და ნაცრისფერი დღეები…
ამ პერიოდში ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, გათოვდება თუ არა დაბლობში? გპასუხობთ არა!”_ ამბობს ფარტენაძე.