სეზონური გრიპების და გაციების დროს ბევრი ხალხურ მეთოდებს მიმართავს. გთავაზობთ ხელნაკეთ, ბუნებრივ და ძალიან გემრიელ საშუალებას გრიპის და გაციების წინააღმდეგ საბრძოლველად.
საჭირო ინგრედიენტები:
2 ც ლიმონი
2 ს.კ ნატურალური თაფლი
30-40 გრ კოჭა (იმბირი, ჯანჯაფილი)
მომზადების ტექნოლოგია:
ლიმონი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. დაჭერით ოთხად და შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან გახეხეთ სახეხზე. თუ უფრო რბილი გემო გირჩევნიათ, სიმწარის გარეშე, ჯერ ლიმონს მოაცილეთ კანი.
კოჭას ფესვი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაუმატეთ ლიმონის პასტას.
დაუმატეთ თაფლი, აურიეთ ნარევი და მოათავსეთ გასტერილებულ, დახურულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.
ცივ სეზონზე 2-3 ჩ.კ. არომატული ნამზადი ჩაის ჭიქა თბილ ჩაის ძალიან გაამდიდრებს (არაუმეტეს 40 გრადუსი, რათა თაფლმა არ დაკარგოს თავისი თვისებები) და პრევენციის მიზნით მიიღეთ ჭამის შემდეგ.
































































