ტანკერი, რომელიც 14 აგვისტოს გაუჩინარდა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას AFRICANEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გემზე 17 ქართველი და 2 რუსი ეროვნების ადამიანი იმყოფება.
მაუწყებლის ინფორმაციით, გემი მრავალეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა კონგოში აღმოაჩინა.
შეგახსენებთ, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, რომელიც დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ რაიონში დაიკარგა, ერთი ოზურგეთელი ახალგაზრდაც იმყოფება.
ამავე თემაზე: დაკარგულ გემზე ერთი ოზურგეთელია