https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გაუმარჯოს გურიას! ალავერდი ყველასთან! _ რას წერს ფრანგი მოგზაური ადესას შესახებ

7:02; 11.02.2019
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

მამაჩემმა მშვენიერი ღვინის დაყენება იცოდა, უყვარდა ტანინიანი ღვინო. როგორც ყველა გურული, ადესას ღვინოსაც აყენებდა. იცოდა თუ რა შრომატევადია ვაზის გაშენება, მოვლა და ხშირად ამ ანეგდოტს ყვებოდა: ერთი კახელი გურიაში ჩავიდა მეგობართან – თქვენებური ვაზი მიჩვენეთო გურულმა მიიყვანა თხემლის ხესთან და ადესა უჩვენა: ა, ძამია, ამას არც მორწყვა უნდა, არც დიდი მოვლა, ღვინოც კაი დგება და  მას ვსუამთ. კახელმა, რომელსაც კარგად მოეხსენებოდა თუ რა მოვლა-პატრონობა სჭირდება ვაზს, ვერ მოითმინა და უთხრა: კაცო, სინდისი და ნამუსი გაქვთ, რომ ასეთ ღვინოს სვამთო?!~

გურიაში მრავალი ადგილობრივი ჯიში იყო გავრცელებული, საიდანაც მაღალი ხარისხის ღვინო დგებოდა. აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა, XX საუკუნის 30-იან წლებში, საქართველოში აღწერა 420 ვაზის ჯიში (დღეისთვის აღწერილია 500-ზე მეტი), აქედან 59 _ გურიაში. ამ მაჩვენებლით ის II ადგილზეა საქართველოში კახეთის შემდეგ (66 ჯიში), ხოლო გურიის ისტორიული საზღვრების გათვალისწინებით კი _ პირველ ადგილზე. მარტო აქედანაც კარგად ჩანს, როგორ იყო განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენს რეგიონში (http://www.gurianews.com/article/karmidamo-chemi/843).

უცხოელი მოგზაურები გურულ ღვინოს ფრანგულს (ბურგუნდიულს) ადარებდნენ თურმე. 1888 წელს გაზეთი „დროება“ წერდა: „ოზურგეთში, ალ. შევარდნაძის სახლის ქვეშ აღმოუჩენიათ გურიის მთავართა ნამარნევში ნამყოფი ერთი უშველებელი ქვევრი, რომელიც საგანგებოდ გაუკეთებიათ საღმრთო საწირავის საჭურჭლედ. ეს ქვევრი ყოფილა, როგორც ზეპირი გადმოცემა ამბობს, წლის სათვალავი, ესე იგი სამას სამოცდახუთი საწყავი ღვინო ისხმოდა შიგ. ეს ქვევრი ხელოვნურად შემოკირულია და გაკეთებულია. არავის ახსოვს, როდის გაკეთებულა და ჩადგმულა. თავადმა გრიგოლ გურიელმა მოინდომა ამ ქვევრის გატანა და სამი ოთხი დღე ათხრევინა მიწა ორმოცამდე მუშას. ამოსაღებად მოიწვია ადგილობრივი კამანდის 200 კაცი სალდათები და ძლივძლივობით ამოიღეს. თავად გრიგოლს ამ ქვევრის გადმოტანა ორ ქცევაზედ დაუჯდა 200 მანეთი ფული. ამბობენ, როდესაც მამია გურიელი საღმრთოს იქმდა აქ ერთ ორ ვერსტზე სუფრა იყო გამართული და უკანასკნელი 10 000 სულამდის ამ ჭურიდამ სვამდა ღვინოსო. ასე, რომ ერთი მეღვინე მეორეს მიაწოდებდა ამ ქვევრიდან ამოღებულს ღვინოს და ისე ხელის ხელ აძლევდნენო, მაგრამ ქვევრს მაინც ბევრი არ აკლდებოდაო“.

გურიაში ჩამოსულმა შოტლანდიელმა აგრონომმა იაკობ მარმა (ნიკო მარის მამა) დაინახა ადგილობრივი მეღვინეობის შესაძლებლობები. დაბლაციხეში დასახლებული მარი 1841 წლისთვის საკუთარ მეურნეობაში აყენებდა საუკეთესო ხარისხის ღვინოებს ჯანიდან, სხილათუბნიდან და მტევანდიდიდან და წელიწადში 2000-2500 ფრანკის ღირებულების ღვინოს ყიდდა. (http://aboutguria.blogspot.com/2017/12/blog-post.html)

ცნობილი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის გიგო შარაშიძის მიხედვით, ,,გურია ძველთაგანვე განთქმული იყო თავისი საუცხოო ღვინოებით. საუკეთესო გურული ღვინის თავისებური სინაზე და სურნელოვანება, მცოდნე ხალხის აზრით, კახურ ღვინოზე მაღლა აყენებდა მას. ვენახი მთელ გურიაში იყო გავრცელებული, მაგრამ განსაკუთრებით მაღალი ღირსების ღვინო შემდეგ ადგილებში დგებოდა: საჯავახაოს, ციხეს, ასკანას, ბაღდადს  (სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ცხემლისხიდის თემში), შემოქმედს და ლეხოურში. ეს ადგილები აჭარა-გურიის მთების კალთებზე მდებარეობს და მათი ფერდობები შედარებით მშრალიც არის და მზიანიც”.

ფრანგი მოგზაური და მკვლევარი ბარონი დე ბაი, რომელმაც საქართველოში XIX საუკუნის მიწურულს იმოგზაურა, წერდა: ,,…გურიაში იგი (რთველი) მომდინარეობს თითქმის საჰაერო წესით. მართლაც, მაღალი და ტოტებიანი ხეების ძირში დარგული ყურძენი თავის ნებას მიჰყვება, თამამად ადის და იმალება ფოთლებში. მაშასადამე, ყურძენი უნდა მოიკრიფოს ხეების ზემო ნაწილში. ამისთვის ხეებზე ადიან ცილინდრული კალათებით, რომლებიც ტოტებზეა მიმაგრებული ხის დიდი კავით.

რამდენადაც უფრო ბევრია ზემოთ, ყურძნის მტევნები უფრო მსხვილია და ძველი, ვაზის ძირი – არაფერია იმაზე თვალწარმტაცი, ვიდრე ამ ვაზთა გიგანტური ხვეულის ხილვა საუკუნოვანი ხეების ტანის ირგვლივ, როგორც ყურძნის ერთი ხიდან მეორეზე გადასსვლა და ლამაზი ყვავილწნულის შექმნა, რომელთა მტევნები ახლო-ახლოა ჩამოკიდებული.

ვაზი ამ ქვეყანაში ყველა მცენარეთა დედოფალია, ხოლო ღვინო ადამიანისათვის ნამდვილ კულტს წარმოადგენს.

ეს ღვინო შენახულია თიხის უზარმაზარ ჭურჭელში, რომელიც ჩაფლულიაშემოღობილ მიწის ნაკვეთში, სახლის წინ, ხეების ქვეშ, რომელთა სქელი ტოტები მწვანე ტალავერს ქმნის.”

ისევ შარაშიძეს მოვუსმინოთ: ,,(გურიაში) ნაყოფიერი მიწები საკმაოდ იყო და საზღაპრო მოსავალს იძლეოდა. ერთი სიტყვით, იმ დროს ხალხი ჩვენში სულ ცოტა შრომით იკვებავდა და იმოსავდა თავს. მაგრამ, დადგა თუ არა 50-იანი წლები, მეურნეობის საქმე ერთბაშად უკუღმა დატრიალდა არა თუ ჩვენში, ევროპაშიც კი. გაჩნდა ვენახისა და აბრეშუმის საშინელი სენი, რომელმაც სრულიად გაანადგურა მოსავალი ყოველგან.

ამ მოულოდნელმა მოვლენამ ხალხს თავზარი დასცა; იმას, რასაკვირველია, ვერ გამოერკვია, თუ რა მიზეზით დაატყდა თავს ეს საშინელი უბედურება. ზოგი ამ მოვლენას ღვთის რსიხვას აწერდა, ზოგი ,,მზაკვავებს” (კუდიანებს) და ავსულებს აბრალებდა, საზოგადოდ კი იმ აზრის იყვნენ გურულები, რომ ეს ავადმყოფობანი 1855 წლის მზის სრულმა დაბნელებამ გამოიწვიაო და იმედოვნებდნენ, როცა ხელმეორედ მოხდება მზის სრული დაბნელება, იმავე მიზეზით მოვლინებული ჭირნახულის სნეულებანი გაჰქრებიან და ისევ განახლდება აბრეშუმის და ღვინის წინანდელი უხვი მოსავალიო.

კლიმატური პირობების გამო გურიაში მხოლოდ მაღლარ ვენახს აშენებდნენ და მაღალ ხეებზე უშვებდნენ. ამრავლებდნენ განსაკუთრებით ე.წ. გადაწინდვის (გურიაში ,,დამაგინებას” ეტყვიან) საშუალებით, ლერწებით კი არასოდეს. ამასთანავე ვაზს აქ არასოდეს არ სხლავდნენ. გასხლვა საჭირო ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ მიწაზე, სადაც ვენახი იყო გაშენებული, ყანა ითესებოდა, ასე რომ ამ გამონაკლის შემთხვევაშიც ვაზის ან ვაზიანი ხის გასხლვაც ამ შემთხვევაშიაც უფრო ზიანი მოჰქონდა ვაზისთვის, ვიდრე სარგებლობა, რადგან – ერთი რომ წესიერი გასხლვა არ იცოდენ და მეორე რომ – გასხლული ხის ამონაყარი ყლორტები და ფოთლები ისე ხშირი იყო ხოლმე, რომ ძლიერ ჩრდილავდა ყურძენს, რომელიც ამის გამო კარგად ვეღარ მწიფდებოდა. ამიტომ საუკეთესო ყურძენ მოდიოდა გაუსხლავ ვაზზე და ისეთ ხეებზე, რომელთა მეჩხერ შტოებში თავისუფლად ატანდა მზის სხივები. ასეთი ხეები იყო: ხურმა, კაკლის ხე, ცხემლა, თუთის ხე, მუხა, ბალი… ვენახს მაშინდელ დროში თითქმის არავითარი მოვლა არ სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, საარაკო მოსავალი იცოდა: ხშირად ერთ ძირ ვაზზე 8 ფუთი  (უდრის 16,38 კგ-ს) ღვინის ყურძენი ჩამოდიოდა… ყურძნის კრეფა ჩვეულებრივ ოქტომბრის დამლევიდან იწყებოდა. აქაური ღვინის მაღალ ღირსებას, სხვათა შორის, ისიც მოწმობს, რომ ღვინის გადაღება აქ არასოდეს იცოდენ, მთხლეზე ინახავდნენ და ადგილობრივი მეღვინეების აზრით ასეთი წესით შენახვა უფრო სასარგებლო იყო კარგი ღირსების ღვინოსთვის. ასეთ მდგომარეობაში იყო მეყურძნეობა გურიაში ,,ნაცარის” გაჩენამდე. გვ. 173-174.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში მრავალი ჯიშის ყურძენი დაავადების გამო გადაშენდა. სულ მალე, როგორც ამბობენ, თავად მიხეილ ერისთავის მეშვეობით (სხვა წყაროებით ეს სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის დამსახურებაა)  გურიაში ამერიკული ჯიშის ,,იზაბელამ”, ჩვენში ,,ადესად” წოდებულმა მაღლარმა ვაზმა მოიკიდა ფეხი. გადმოცემით ყურძნის ეს ჯიში აღმოაჩინა ვინმე იზაბელაGგიბსმა სამხრეთ კაროლინაში, თუმცა სხვა წყაროები ამტკიცებენ რომ ეს მოხდა ვირჯინიაში, დელავერში და უფრო მეტიც, ევროპის რომელიღაც ქვეყანაში. არ ვიცი რომელი წყაროა სარწმუნო, მაგრამ ვაზმა საპორტო ქალაქ ოდესის გავლით რომ თავი ამოჰყო გურიაში, ეს ნაღდია, სადაც მას სახელი შეუცვალეს და ადესა დაარქვეს. საინტერესოა ლანჩხუთური ადესას ისტორიაც: ამბობენ, ჯუნჯუათელმა ნიკო კვასხვაძემ სადღაც მოიპარა ადესას ლერწი და პირველმა მოაშენა ეს ჯიში ლანჩხუთშიო. სინამდვილეა ეს თუ არა, ძნელი დასადგენია…

,,…ღვინო ღვთის წინაშე ბრევლი მოდის გურიაში, მარა, მოგეხსენებათ, ვერაფელი პატიოსანი ჭკუისაა ჩვენი ადესაი. კაი უნდა აქიდან მოკიდებული გამარტებამდე თუ გაძლო, მერე ისე გადიქცევა. რავაც გინახავს ხავიწი, ლაფერაით თუ ამეიღებ ჭურიდან, თვარა ხრიკი იმას არ ეკარება და აბა ამისანა ღვინის მანათათაც რომ მისცე საპანე, ვინ სულელი იქნება იყიდოს, ისიც მაშვინ, როცა სვირის ზედაში თავზე სასხამათ მოდის ამ ბოლო დროს. მოგეცა სიცოცხლე ადესამ ფული იცოდა აგერ ორი სამი წლის წინათ, როცა ზავოთობა იყო მაშვინ. მე რომ ერთი მარტოხელა ინწრო მამულის პატრონი კაცი ვარ, საცხა მეც კი გავყიდდი შვიდი რვა თუმნის ოტკას და სხვა ხომ ათ-ათ თუმნობითაც აკეთებდენ წელიწადში. მარა წევიდა ის დრო და ესეც თან წეიღო, არა, ზავოთობა კი არ წოუღია, ზავოთობის ნება ახლაც ქია, მარა ახლა ვინ იქნება, გადარეულის მეტი, ზავოთი ეიღოს. დღე და ღამე რომ ქალიან კაციანათ წელში გაწყტეს, მარტო პატენოის ქირას ვერ გეისტუმრებს, იმდონია ბაჟი. მეტი რაღა გინდა, უბრალო საოტკე კარდალას კაკალი ოცი მანეთი უჭრის დღე ღამესი და შენ რა შავი ქვა დაგრჩება მოსაგები. ახლა თუ მივადგებით და ვყლურჭავთ ამ ჩვენ ადესაის ღვინოს, თვარა მეტაი აფელათ გვარგია, მხოლოთ ამ უთავბოლო ყლურწვიდან, რაც ხეირი გამოდის, შენ ქე იცი, ის – რაც შენს იმერეთში: თრობა ოხრობა და მერე ერთქამეთს უმღვდელოდ ნათვლა, ესე იგი თავ-პირის მტვრევა…” (ერთი ძველი გაზეთიდან).

ივერია (1886, #226) ეხმიანებოდა გურულების გასაჭირს:  ,,ბუნებით ლხინისა და სტუმრის მოყვარე გურულები უღვინოთ ვრჩებით. მართალია, მას აქეთ, რაც ნაცარმა გაიმარჯვა ჩვენზე და მაღლარი ვაზები გადაგვიხმო, შემოვიღეთ იზაბელა (აქ ადესას ეძახიან) ვაზის გაშენება, მაგრამ საუბედუროდ, ძლიერ მდარე ღვინო დგება იზაბელას ყურძნისაგან და ისიც გაზაფხულამდის მოუნაყელი ვერ დარჩება. მარტის შემდეგ იმის სმას უსმელობა სჯობია: ზოგს თვალებსა სტკენს, ზოგს ტანის ქავილს დაჰმართებს ხოლმე, ზოგს მუწუკებს უჩენს ტანზე და სხვანი. ამბობენ, აზნაური სიო ბერიძე იზაბელას ყურძნისაგან ჩინებულ ღვინოს აყენებსო. შეიძლება, ესეც იყოს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ჩვენში თითქმის არავინ არ ჰფიქრობს ამაზე და არავინ არ აქცევს ამ საგანს ყურადღებასა. საკვირველია, თუ კი ბ-ნმა ბერიძემ მოახერხა და კარგი ღვინოები დააყენა, რატომ სხვები კი არა სცდილობენ მიჰმართონ ამ პატივცემულს კაცს და არა სწავლობენ მისგან ამ სახეირო სარფა საქმესა”.

ასეა თუ ისე, ადესამ მაინც დაიმკვიდრა ჩვენს ცხოვრებაში ადგილი და დღესაც უამრავ ადგილას შეხვდებით ტალავერსა თუ ხეებზე გაშვებულ ადესას ვაზს. დასასრულს კი ამონარიდი გურული მოჯირითეს დღიურიდან: ,,ნამეტნავად გევიხარეთ ყველამ. იმ საღამოს გეიშალა დიდი სუფრა: რაც იქინე სასმელი დეილია ვისკი და ოტკა ნუ იტყვი, მარა ჩვენებურ ადესაის ფასი არც ერთი არაა. ბიჭეფმა მომიყვენ გურიის ამბები.”, ასე წერდა სამშობლოს მონატრებული, ამერიკაში გადახვეწილი უცნობი გურული, რომელიც შემთხვევით გურულ მოჯირითეებს შეხვდა.

გაუმარჯოს გურიას! ალავერდი ყველასთან!

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025
ისტორია

,,ტირილი” ძველ გურიაში

11:11; 11 დეკემბერი, 2025
ისტორია

რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

09:54; 8 დეკემბერი, 2025
ისტორია

კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

10:21; 22 ნოემბერი, 2025
ისტორია

როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

10:45; 17 აგვისტო, 2025

სემეკი: მომხმარებლებისთვის ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 34 ათას ლარზე მეტი შეადგინა

ირაკლი კობახიძე - გუნდის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

18:32; 19.12.2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

17:04; 19.12.2025
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:59; 19.12.2025
სამართალი

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

16:49; 19.12.2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:02; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

15:42; 19.12.2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19.12.2025
საზოგადოება

რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა

14:56; 19.12.2025
პოლიტიკა

“საკანონმდებლო ცვლილებით “ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება”

14:24; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო

14:07; 19.12.2025
საზოგადოება

ისანში საცხოვრებელ სახლში ხანძარია _ კადრებო სოციალურ ქსელში ვრცელდება

13:29; 19.12.2025
სამართალი

პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

13:22; 19.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო