BBC-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში „ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგმა კოალიციამ“ ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგებსაც შემაშფოთებელი უწოდა.
როგორც ცნობილია, გამოკითხვაში მონაწილეობა 3 922-მა ადამიანმა მიიღო.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულ მამაკაცთა მესამედი და ქალთა 21% გაუპატიურებად მიიჩნევს შემთხვევას, როცა ადამიანზე ფიზიკური ძალადობა გახორციელდა, ხოლო გაუპატიურებად არ შეიძლება ჩაითვალოს აქტი, თუ ქალი პაემანზე ფლირტაობდა.
გამოკითხულთა 6% აცხადებს, რომ გაუპატიურება არ არის, თუ ქალი ძალიან მთვრალია ან სძინავს. ასევე პრეზერვატივის გამოუყენებლობა თქმის გარეშეც, არ ითვლება გაუპატიურებად. გამოკითხულთა 11% ფიქრობს, რომ რაც მეტი ჰყოლია ქალს სექსუალური პარტნიორი, მით უფრო ნაკლებად განიცდის ზიანს გაუპატიურების შემთხვევაში.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გაუპატიურების შესახებ მითები ძალიან გავრცელებულია.