ციმბირში ჰაერის ტემპერატურა -50 გრადუსამდე დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ადგილობრივ მეტეო სადგურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ -50 C ტემპერატურა ბოლო წლებში ნაკლებად გავრცელებულია კლიმატის ცვლილების გამო, მუდმივი ყინვა ავლენს დათბობის მზარდ ნიშანს.
გარდა ამისა, თოვლმა პრობლემები შექმნა მოსკოვშიც, სადაც ავიამიმოსვლა შეფერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში 54 ფრენა გადაიდო, ხოლო 5 გაუქმდა.
როგორც ცნობილია, ამ კვირის ბოლოს მოსკოვში ტემპერატურა მინუს 18 გრადუსამდე დაეცემა.