ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ეკონომიკის მინისტრს ელოდებიან. ნათია თურნავას მოსვალამდე რამდენიმე წუთით ადრე მერის რწმუნებულმა და მისმა თანაშემწეებმა, სოფლის ცენტრი საგანგებოდ დაასუფთავეს.
სამაგიეროდ, დაუსუფთავებელი დაგვხდა სოფლის ცენტრში მდგარი ადმინისტრაციული შენობა, სადაც საექიმო ამბულატორია და მერის წარმომადგენლის ოფისია განთავსებული.
დაუსუფთავებელი პირობითად _ რეალურად შენობაში სრული ანტისანიტარიაა _მესამე სართულის ყველა ოთახში ნაგავი ყრია. პირველ სართულზე კი, კიბის ასასვლელში, ნაგავია მიყრილი.
კიბის ქვეშ ღია საპირფარეშოა მოწყობილი, რომლის სუნი შესვლისთანავე იგრძნობა.
ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, რომ იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო, ახლა იდეალური მდგომარეობაა.