ჩოხატაურიდან თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 180 ადამიანი გაემგზავრა, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის ყოფილმა მერობის კანდიდატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ნონა სიხარულიძემ განუცხადა.
ჩვენს კითხვაზე, ემუქრება თუ არა საფრთხე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს _ სიხარულიძე ამბობს, რომ კი.
“რა თქმა უნდა, სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. გაუსაძლისი და გამოუვალი მდგომარეობაა”,_ გვითხრა სიხარულიძემ.
ცნობისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, _ ამის შესახებ განცხდება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 40 დღეა შიმშილობს.