“გურია ნიუსის”წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, სენაკში, პედაგოგი სკოლის მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა.
წყაროს თქმით, ინციდენტი პირველ საჯარო სკოლაში, რამდენიმე დღის წინ, გაკვეთილის მიმდინარეობისას მოხდა.
დეტალების გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” სენაკის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ელისო შურღაიას დაუკავშირდა.
ელისო შურღაია ამბობს, რომ დეტალებზე არ საუბრობს და შემთხვევას დისციპლინური კომიტეტი სწავლობს.
ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით, შინაგან საქმეთა სამინისტროს.
უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.