ოზურგეთში, თხილის მიმღებ პუნქტებში, თხილის გაუტეხავად მიღებაზე კატეგორიულ უარს ამბობენ.
_არ მივიღებთ, რა ლამაზადაც უნდა გამოიყურებოდეს. გატეხვით კი , ერთი ცალი 50-55 თეთრია. ჯიშის მიხედვთ, _ გვითხრეს აქ.
კითხვაზე, თუ რატომ არ ღებულობენ გაუტეხავად, კვლავ კატეგორიულად გვიპასუხეს:
_არა! არ ვენდობი, ნაგავი მოაქვთ, „ნაგერა“, კარგი ამინდებია, გარეთ ჯერაც ყრია თხილი, არ გაშავებულა, თუმცა ფუტუროა! არ მივიღებთ გაუტეხავად!
უფრო დასაზუსტებლად კი, რატომ არ იღებენ გაუტეხავს, აგვიხსნეს, რომ დიდი ხანია, მზიანი ამინდებია, თხილი, რომელიც სათხილეში ყრია, არაა გაშავებული. გარედან რომ კარგი ფერი აქვს, სულაც არ ნიშნავს, რომ ხარისხიც კარგი აქვს. არავის აღარ მიაქვს და რად გვინდა, იქ დალპეს, სადაც ყრია, ამ საწყობებში ნაგავით სავსე ტომრები რატომ უნდა მოვაგროვოთო.
ავტორი