“გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ისაუბრა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
არ ვიცი მე”, ეს განზრახ ხდება თუ როგორ ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც იკითხება, ზის კალიფორნიაში, არის 83 წლის და არ ვიცი, გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა… გაუთავებლად. ნორმებზე რომ ედავებოდნენ, უკან გადათვლა ხდება, აი ნახეთ, რეტროსპექტულად, ეს ხდება უკან გადათვლით, რომელიც იმ დროს არის, როცა გაისინჯა, ის უკვე აღარ შეესაბამება. იკლებს, კლებას იწყებს მერე, ქრება ის… და იმის მიხედვით იციან, რამდენი აკლდება დღეში და იმის მიხედვით ანგარიშობენ. აი, იმ დრომდე აყავთ, როცა მოხდა”... – განაცხადა ალასანიამ.