https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გაუთავებლად რომ გვლანძღავენ, რატომ ერთხელ მაინც არ სცადეს, თვითონ ემუშავათ COVID კლინიკაში” _ თენგიზ ცერცვაძე

9:06; 21.08.2021
კორონავირუსი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მაია ბუწაშვილს, ნანა გეგეჭკორს და კიდევ რამოდენიმე ექიმს ერთი რამ აერთიანებთ – პოლიტიკური ანგაჟირება და ის, რომ „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“

ცერცვაძე კრიტიკის ავტორებს მიმართავს, რატომ ერთხელ მაინც არ სცადეს, თვითონ ემუშავათ რომელიმე COVID კლინიკაში, რეალურად დახმარებოდნენ ავადმყოფებს და იქ ეჩვენებინათ თავიანთი უპირატესობა.

„16 აგვისტოს ქალბატონმა მაია ბუწაშვილმა გამოაქვეყნა ამონარიდი ჩემი ა.წ. 12 აგვისტოს პოსტიდან, სადაც ვამბობ, რომ „საქართველოში COVID ავადმყოფების კლინიკური მართვა ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაზე უკეთესი იყო ადრეც, მთელი პანდემიის მანძილზე და უკეთესია ახლაც“, რასაც თან ახლავს ქ-ნ მაიას ცინიკური კომენტარი „აბა ამ “შედევრზე” რაღა კომენტარის გაკეთება შეიძლებაო“, აგრეთვე ამერიკაში მომუშავე ექიმის ქ-ნ ნანა გეგეჭკორის არაკორექტული კომენტარი „სამწუხარო და საშიში უპასუხისმგებლობა“. ასევე ჩვენს პოსტთან დაკავშირებით არა, მაგრამ ბ-ნმა ზურაბ გურულმა გამოთქვა გულისტკივილი, რომ ამ მოკლე ხანში არა გვაქვს შანსი გამოვცვალოთ მთავრობა (საქართველოში) და „ჯანდაცვის გაუბედურებული სექტორი“?!. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ ბ-ნი გურულის ამ არაკორექტულ სიტყვებს არ ჩავთვლით, მისი პოსტი ნამდვილად საყურადღებოა.

ქ-ნ მაიას, ქ-ნ ნანა გეგეჭკორს და კიდევ რამოდენიმე ექიმს ერთი რამ აერთიანებთ- პოლიტიკური ანგაჟირება და ის, რომ „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“. მათ აღიზიანებთ, თუ ქვეყანაში COVID-ის მართვაში რაიმე კარგი ხდება და კმაყოფილები არიან და უხარიათ, თუ რაიმე ისე არ მიდის. მათ შორის განსხვავებაცაა. ქ-ნ ნანა გეგეჭკორს ნამდვილად აქვს COVID-ზე მუშაობის სერიოზული გამოცდილება, ბ-ნი ზურაბ გურული კი ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, უდავოდ მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნებაა. რაც შეეხება ქ-ნ მაიას, მას და მის რამოდენიმე უახლოეს თანამოაზრეს, რომლებიც გაუთავებლად გვლანძღავენ და გვაკრიტიკებენ, ერთი ჰოსპიტალიზებული COVID ავადმყოფიც კი არ ჰყავთ გატარებული და გადარჩენილი. ქ-ნმა მაიამ ისიც კი იკადრა, რომ როდესაც მე ქვეყნისთვის 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რემდესივირი საჩუქრად შემოვიტანე, მან არც მეტი, არც ნაკლები კორუფციულ კავშირებსა და გარიგებაში დაგვდო ბრალი??!! და ჩემი ციხეში გაშვებაც კი მოითხოვეს (ბ-ნი ჩალაძე, ბ-ნი ჩიხლაძე და სხვ.).

მე არაერთხელ მივმართე ქ-ნ მაიას და მის თანამოაზრეებს და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, რომ მთელი ორი წელი გაუთავებლად რომ გვლანძღავენ და ყველაფერს გვიწუნებენ, რატომ ერთხელ მაინც არ სცადეს, რომ თვითონ ემუშავათ რომელიმე COVID კლინიკაში, რეალურად დახმარებოდნენ ავადმყოფებს და იქ ეჩვენებინათ თავიანთი უპირატესობა. საქმის გაკეთებაა ძნელი, თორემ ლაპარაკი იოლია. ამისთვის ბ-ნი ვახო კალოიანის მაგალითიც კმარა, რომელიც ასევე გაუთავებლად გვლანძღავს და ჭკუას გვასწავლის და ამ დროს მის საკუთარ კლინიკაში COVID-ით სიკვდილობა 11%-ია (ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, კატასტროფულად მაღალი ქვეყანაში). ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მაგალითია მათთვის, ვინც თვლის, რომ რაიმეს ჩვენზე უკეთ გააკეთებდა.

ახლა უშუალოდ იმის შესახებ, რაც ჩვენი ოპონენტების ასეთ აღშფოთებას იწვევს.

უპირველეს ყოვლისა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემს პოსტში ლაპარაკია COVID პაციენტების კლინიკურ მართვაზე და არა ზოგადად COVID პანდემიის მართვაზე. დღეში 30, 40 და 50 გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა საქართველოსთვის, მაგრამ ეს გამოწვეულია COVID ინფიცირებულთა კატასტროფულად მაღალი რიცხვით და ვაქცინაციის დაბალი მოცვით, რის გამოც ძალიან ბევრია მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფები და არა ცუდი კლინიკური მართვით.

მინდა მივმართო ქ-ნ ნანა გეგეჭკორს. რა ნახეთ ჩემს პოსტში „სამწუხარო და საშიში უპასუხისმგებლობა“? ოღონდ იხელმძღვანელეთ სიმართლით და არა თქვენი ინტერპრეტაციით. „სამწუხარო და საშიში უპასუხიმგებლობა“ ის არის, რასაც თქვენ აკეთებთ და ლაპარაკობთ. კერძოდ, როდესაც სისტემატურად აკნინებთ საქართველოს ჯანდაცვას და ამერიკის მიღწევები თქვენი დამსახურება გგონიათ. როდესაც თქვენ, ბ-ნი ზურაბ გურული, ქ-ნი თამარ ჟამურაშვილი, ბ-ნი რევაზ ბოჭორიშვილი და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული ექიმები ყველანაირად ეწინააღმდეგებოდით საქართველოში რემდესივირის შემოტანას, მაშინ როდესაც თქვენ თვითონ ამერიკაში უკვე ლამის ყველა ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფს (და არა მარტო ჟანგბადდამოკიდებულებს) რემდესივირს აძლევთ და სამწუხაროდ, თქვენი გავლენის ქვეშ მყოფი ზოგიერთი კლინიკა და ექიმი დღესაც უარს ამბობს რემდესივირის და ტოცილიზუმაბის გამოყენებაზე, რაც ძალიან ცუდად აისახება ავადმყოფების დამძიმებასა და გამოსავლებზე. ახლა ქვეყანაში მთავრობის და „გაუბედურებული ჯანდაცვის სისტემის“ შეცვლაზეც ალაპარაკდით. ძალიან ზედმეტი ხომ არ მოგდით?

COVID პაციენტების კლინიკური მართვა ფასდება რამოდენიმე ძირითადი კრიტერიუმით:

  • COVID პაციენტების ნაკადების კლინიკური მართვა.
  • ყველაზე მთავარი და უტყუარი – ყველა დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცლილთა რაოდენობა – ე.წ. CFR (case fatality rate). ეს მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული არც ქვეყნის სიდიდეზე, არც შემთხვევების და სიკვდილობის საერთო რაოდენობაზე და მხოლოდ კლინიკური მართვის ხარისხს ასახავს.
  • 1 მილიონ მოსახლეზე COVID გარდაცვლილთა რაოდენობა. ეს მაჩვენებელი მხოლოდ ნაწილობრივ არის დამოკიდებული კლინიკური მართვის ხარისხზე და მასზე დიდ გავლენას ახდენს COVID შემთხვევების და COVID გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა, რაც თავის მხრივ სულ სხვა ფაქტორებით არის გამოწვეული.
  •  ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, თავშესაფრებში, COVID სასტუმროში და სხვ.) გარდაცვლილი COVID პაციენტების რაოდენობა.

1.ევროკავშირის ქვეყნები და მითუმეტეს ამერიკა საქართველოზე ბევრად, შეუდარებლად უფრო ძლიერი ქვეყნებია, გაცილებით უფრო ძლიერი ჯანდაცვით და მაინც საქართველომ და მისმა ჯანდაცვის სექტორმა განვლილი ერთი წლის მანძილზე გააკეთა შესაძლებლობის მაქსიმიმუმი და უფრო მეტიც: შექმნა COVID-ის მართვისთვის აუცილებელი პოტენციალი და უზრუნველყო მისი მდგრადობა. საქართველოში დანერგილია COVID პაციენტთა მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით და ინოვაციური მიდგომებით. სწორედ საქართველოს “Know how” ე.წ. COVID სასტუმროები, რომლებმაც მსოფლიო ლიდერების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. დღეს საქართველოში 59 ათასი აქტიური COVID ავადმყოფია, რაც 4 მილიონიანი ქვეყნისთვის ძალიან ბევრია, ამასთან ვაქცინაციით დაბალი მოცვის გამო ძალიან ბევრია მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი და ამის მიუხედავად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ახერხებს პაციენტთა ამ უზარმაზარი ნაკადის მართვას სერიოზული ხარვეზების და ჩავარდნების გარეშე. ასეთ დატვირთვას სხვა ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვა ვერ გაუძლებდა. არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. ეს ეხება სასწრაფო დახმარებას, ოჯახის ექიმებს, ონლაინ კლინიკებს, COVID სასტუმროებს და COVID კლინიკებს, ისე რომ არავითარი დეფიციტი არც საწოლების, არც მედიკამენტების, არც სუნთქვის აპარატების და არც ჟანგბადის მხრივ არ შექმნილა. ამის გაკეთება (გაცილებით ნაკლები რაოდენობის პაციენტების მართვა) უჭირთ საქართველოზე ბევრად უფრო განვითარებულ და უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებსაც კი.

გაიხსენეთ, რომ ლოს ანჯელესში, ლონდონში, პარიზში, სტოკჰოლმსა და სხვა დიდ ქალაქებში პიკის პერიოდში არ ყოფნიდათ ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისათვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგები იდგა და მძიმე COVID ავადმყოფებს უხდებოდათ საშუალოდ 8-12 საათის გატარება სასწრაფო დახმარების მანქანაში, სანამ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდებოდა. ბევრი მათგანი კი საავადმყოფოში საერთოდ ვერ ხვდებოდა და ისე კვდებოდა. სწორედ ამიტომ არის უცხოეთის ქვეყნებში ჰოსპიტალს გარეთ (ბინებზე და სხვ.) გარდაცვლილი ავადმყოფების რიცხვი გაცილებით, შეუდარებლად უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოში. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული ჰქონდათ მითითება მოეხდინათ ავადმყოფების პრიორიტიზება (რაც უკიდურესი და ყველაზე არაჰუმანური გადაწყვეტილებაა) და არ გადაეყვანათ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები?! ასევე არ გადაეყვანათ 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფები?! (შვედეთში) ვინაიდან არ ჰყოფნიდათ საწოლები, აგრეთვე ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ ავადმყოფებისთვის, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალი იყო?! (რადგან ჟანგბადი არ ყოფნიდათ) გადატვირთულ მორგებთან რეფრიჟერატორები მორიგეობდენ და გარდაცვლილთა დაკრძალვას ვერ აუდიოდნენ. ახლაც კი, როცა ამერიკა სრულად ვაქცინირებული ქვეყანაა, ოფიციალური ინფორმაციით რიგ შტატებში შექმნილია COVID საწოლების და მედპერსონალის დეფიციტი და COVID პაციენტები ერთი შტატიდან მეორეში გადაჰყავთ. და კიდევ ენა გიბრუნდებათ, რომ ჩვენზე აუგი სთქვათ?

2.მთელი პანდემიის პერიოდში აღებული სიკვდილობის საშუალო მაჩვენებლით (CRF) საქართველო (1,32%) სჯობნის აშშ (1,68%), ბრიტანეთს (2,06%), გერმანიას (2,40%) და ზოგადად ევროპის 32 ქვეყანას. საქართველოში ბოლო 1 კვირაშიც კი, როცა ფიქსირდებოდა გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევები, ეს მაჩვენებელი არ აღემატება 1%-ს (0,93%). რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან მხოლოდ 1 ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდება და ეს ხდება ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა და ევროპა პრაქტიკულად სრულად ვაქცინირებულია. საქართველოში კი ორჯერადი ვაქცინაციით მოცვა 10%-ზე ნაკლებია.

3.საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილია 1670 COVID ავადმყოფი, აშშ-ში – 1930 ავადმყოფი, ბრიტანეთში – 1925 ავადმყოფი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მაჩვენებელი მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკავშირებული კლინიკური მართვის ხარისხთან და უფრო მეტად დამოკიდებულია ავადმყოფთა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაზე. ავადმყოფების საერთო რაოდენობა კი საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, სამწუხაროდ ძალიან მაღალია.

4.საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, COVID სასტუმროში) სულ გარდაცვლილია 54 COVID ავადმყოფი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მაშინ როდესაც უცხოეთის ქვეყნებში ასეთი ასობით, ათასობით და ათი ათასობითაა. მე დაბეჯითებით ვთხოვ ქ-ნ ნანა გეგეჭკორს გამოაქვეყნოს, თუ რამდენი COVID ავადმყოფია გარდაცვლილი ჰოსპიტალს გარეთ ამერიკაში და თუ ინფორმაცია აქვს – ევროპის წამყვან ქვეყნებში.

ეს მაჩვენებელი ქვეყანაში COVID პაციენტების კლინიკური მართვის ხარისხის შესაფასებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი ავადმყოფების მაღალი რიცხვი მიუთითებს, რომ მეტი მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი დარჩა ჰოსპიტალიზაციის გარეშე და/ან უექიმოდ.

აი, ასეთია სინამდვილე და დაბეჯითებით ვთხოვ ქ-ნ მაიას და ქ-ნ ნანა გეგეჭკორს ან დაგვიმტკიცონ, რომ ის რაც ამ პოსტში წერია სიმართლეს არ შეესაბამება, ან აღიარონ, რომ საქართველოში COVID პაციენტების კლინიკური მართვა, ხაზს ვუსვამ კლინიკური მართვა და არა ზოგადად პანდემიის მართვა, უკეთესად ხდება, ვიდრე ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში. ხოლო რაც შეეხება ბ-ნ ზურაბ გურულს, სანამ საქართველოში COVID პანდემიის „ცუდი კლინიკური მართვის“ გამო მთავრობის და „გაუბედურებული ჯანდაცვის“ შეცვლას შეძლებს, მანამდე იქნებ ამერიკასა და ევროპის წამყვან ქვეყნებში (რომლებსაც ჩვენზე უარესი COVID მაჩვენებლები აქვთ) ხელისუფლების შეცვლაზე იფიქროს”, – წერს ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძე
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

კორონავირუსი

ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა გლობალური პანდემია გამოიწვიოს

14:04; 9 ივნისი, 2025
კორონავირუსი

WHO: კოვიდი ჯერ კიდევ ჩვენთანაა, ევროპაში ტესტების 20% დადებითია

19:50; 13 აგვისტო, 2024
კორონავირუსი

აზერბაიჯანში, კორონავირუსის გამო სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

15:16; 25 ივნისი, 2024
კორონავირუსი

გაზრდილი კოვიდ ინფიცირების შემთხვევები- ჰავაიში საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

15:21; 13 ივნისი, 2024
კორონავირუსი

კაცმა კოვიდვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა (უცხოეთი)

11:50; 6 მარტი, 2024

ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის პერსონალის 95 პროცენტი აცრილია

მეგან მარკლის ყოველდღიური დღის გრაფიკი

ყველა სიახლე

საზოგადოება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრების მონაწილეები მიმართვას ავრცლებენ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით

20:49; 15.12.2025
საზოგადოება

საპატრიარქომ ბრძანება გამოსცა – არქიმანდიტრ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

20:42; 15.12.2025
საზოგადოება

ხანძარი თბილისის გასასვლელთან – ვიდეო ადგილიდან

19:33; 15.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-ში და Rooms Kazbegi-ში – ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa

18:36; 15.12.2025
პოლიტიკა

ქუთაისში საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  გაიხსნა

18:11; 15.12.2025
პოლიტიკა

“აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას – ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა”

17:21; 15.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა

16:38; 15.12.2025
საზოგადოება

მუნიციპალური განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ოზურგეთსა და ჩოხატაურში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

15:45; 15.12.2025
სამართალი

პოლიციელი, რომელიც ნასვამი იყო და ავარიაში მოყვა, მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

15:10; 15.12.2025
სამართალი

ქუთაისის აეროპორტში, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:53; 15.12.2025
პოლიტიკა

“ვიმედოვნებ, ხალხის დახმარებით საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გზას” – მარტა კოსი

14:39; 15.12.2025
მსოფლიო

კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

14:31; 15.12.2025
სამართალი

დენის დარტყმის შედეგად კაცი გარდაიცვალა

14:24; 15.12.2025
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუეს მოვისმენთ

13:46; 15.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16-17 დეკემბერს

13:20; 15.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო