ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ ამინდში, დროდადრო გარეთ გავიტანოთ ოთახის ყვავილები. როგორი კარგი პირობებიც არ უნდა შევუქმნათ მათ ოთახში, მაინც გარეთ “ურჩევნიათ”.
უმთავრესი, რაც ახლა ოთახის ყვავილებს, უმეტესობას მაინც, ჰაერივით სჭირდება, ეს არის მათთვის მიწის შეცვლა ან არსებულის განოყიერება.
ყვავილები ქოთნებით გავიტანოთ მინდორში. დავდგათ ისე, რომ მზე კარგად დანათოდეს. შევაცალოთ შემხმარი, დამჭკნარი ღეროები თუ ფოთლები.
მიწის შეცვლის დროს კი დავიხსომოთ უმთავრესი _ ყვავილს ფესვი, რაც შეიძლება ნაკლებად შევურხიოთ გადატანისას ან ქოთნიდან ამოღებისას. ხშირად ხდება ისე, რომ ფესვებს უფერთხავენ, აჭრიან, მათი აზრით, ზედმეტ ფუნჯა თუ ღერძა ფესვებს, რაც დიდი შეცდომაა. როცა მცენარე გაზაფხულზე განსაკუთრებით იწყებს ახალ სიცოცხლეს, იღვიძებს თავიდან, ყვავილი განსაკუთრებით, მისი ფესვებს ასე უხეშად არ უნდა მოვეპყროთ, თორემ ადვილად მივიღებთ უკუშედეგს _ გახმება!
ქოთნიდან ამოღებული მცენარე დავდოთ ცალკე. თუ ბევრი ნაყარი აქვს, გავაცალკევოთ. ქოთანში განოყიერებული მიწა მესამედზე ცოტა მეტი ჩავყაროთ, ჩავდოთ ფრთხილად, შევავსოთ მიწით, შემოვტკეპნით და მერე ორიოდე მუჭა მიწა ფხვიერად შემოვაყაროთ. ჩავუსხათ ოთახის ტემპერატურის ერთი ჭიქა წყალი. ამის შემდეგ აღარ შეეხოთ ორი კვირის განმავლობაში მაინც.
ამ დროის გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ მორწყეთ. ნასესხების გავლის შემდეგ კი, უფრო 20 აპრილიდან, გაიტანეთ ეზოში და თქვენს კარმიდამოში დადეთ სასურველ ლოკაციაზე.