,,გავარდნილები 2020. ლანჩხუთი”_ მოძრავ სამიზნეზე სროლაში ლანჩხუთში ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატში მონაწილეობა სხვადასხვა ქალაქებიდან 38-მა ადამიანმა მიიღო.
1 ადგილი სოლომონ მახარაძემ მოიპოვა ქობულეთიდან, მეორე ადგილზე ლანჩხუთელი არჩილ სარჯველაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი, ბათუმელი თამაზ ყურშუბაძე გახდა.
ასევე დაჯილდოვდნენ შეჯიბრის უხუცესი მონაწილე ვახტანგ ასამბაძე და უმცროსი მონაწილე თამაზ ლამპარაძე.
კიდევ ერთი წოდება „ილიკო 2020“ დავით გამყრელიძეს ერგო.
ჩემპიონატი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის, მეთევზეთა და მონადირეთა კლუბ ,,ბაზიერისა” და მონადირეთა ჯგუფ ,,ძამას” ორგანიზებით ჩატარდა.





























































