ოჯახი ბუხუტი (ვაჟა) გორგაძეს ეძებს. ხანდაზმული კაცი დელისი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბუხუტი გორგაძე 4 ოქტომბერს დღის 1 საათზე გავიდა სახლიდან. ოჯახის ინფორმაციით, მას მახსოვრობის პრობლემა აქვს.
“გავიდა ისე, რომ არ წაუღია არც მობილური და არც საფულე. აცვია რუხი სვიტრი და უსახელო ნაქსოვი მოსაცმელი. სახლის რუხი, ბაიკის სპორტული შარვალი. ფეხზე ეცვა სახლის რუხი ნაჭრის ჩუსტები და არ აცვია წინდები.
არანაირი ვარაუდი, სად შეიძლება იყოს, არ გვაქვს. ყველგან შეიძლება იყოს. თუ დაინახეთ მსგავსი ადამიანი, შეაჩერეთ და დარეკეთ სასწრაფოში, პოლიციაში ან ჩვენთან; ჩემი ნომერია: 599390495,” – წერს მისი შვილი ნათია გორგაძე.