1989 წელს, 15 აპრილიდან 4 ივნისამდე, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
4 ივნისს, დილით, ხელისუფლებამ ეს პროტესტი სისხლში ჩაახშო _ სტუდენტებს ტანკების კოლონამ გადაუარა. არაოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასს შორის მერყეობს.
სწორედ იმ დღეს, დილით, საკუთარი მოსახლეობის დასასჯელად მიმავალ ტანკების კოლონას წინ ჩინელი სტუდენტი გადაუდგა და უიარაღოდ, მშვიდობიანად, ხელში პროდუქტების პარკებით, კოლონა რამდენიმე წუთით შეაჩერა. მისი ამ გმირულის საქციელის დამსახურებით, აქციის მონაწილეებმა გაიგეს, რომ მათ დასასჯელად ტანკები მოემართებოდნენ და მსხვერპლის რაოდენობა, ოდნავ, მაგრამ მაინც შემცირდა.
გმირი ჩინელის ვინაობა დღემდე არავინ იცის, არც ის იცის, თუ რა ბედი ეწია მას ამის შემდეგ. მას პირობითად Tank Man შეარქვეს.