როგორც ტვ პირველი იუწყება, გავრცელებული ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან, ჟურნალისიტი სცემეს.
ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებს “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ თავს.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, მელიქიშვილის გამზირზე, აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი მოქალაქეებს კახა კალაძის შტაბიდან ბოთლებსაც ესროდნენ.
პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია, _ იუწყება ტვ პირველი.

































































