გავრცელებული ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, სოფელ ზემოხეთის მაჟორიტარი დეპუტატი ერეკლე უღრელიძე “ნაციონალურ მოძრაობას” უერთდება.
უღრელიძე, “თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო, თუმცა აღნიშნული პარტია მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიცია დაიშალა.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე უღრელიძე მაჟორიტარობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.
როგორც პარტიაში გვითხრეს, ის მმართველი პარტიის ოფიციალური წევრი არასდროს ყოფილა.
რაც შეეხება მის მიერ უმრავლესობის დატოვებას და “ნაციონალურ მოძრაობაში” გადასვლას, “ქართული ოცნების” ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციაში ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
ამ დროისთვის შეუძლებელია თავად უღრელიძესთან დაკავშირება _ მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.