ყოველ დღე მიუსლით საუზმობთ
მაღაზიაში ნაყიდი სიმინდის ბურბუშელის ერთი პორცია 260 კალორიას და 10 გრ ცხიმს შეიცავს. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შეფუთვაზე მითითებული კალორიის და ცხიმის დოზებს.
დიეტის დროს ერთი და იგივეს ჭამთ
ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი საკვების მიღება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიეტის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მოგბეზრდებათ ეს ყველაფერი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველაფერ გემრიელზე უარის თქმას დაემსგავსება. შეანაცვლეთ საკვები ყოველდღიურად .
კვირაში ოთხჯერ მაინც იკვებებით გაყინული პროდუქტებით
საქმიანი ქალისთვის ეს ნამდვილად დროის ეკონომიაა. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ გაყინული პროდუქტი დაახლოებით 100 მგ ნატრიუმს შეცავს. გარდა ამისა, ის ჯანმრთელობისთვის კარგი ნამდვილად არ არის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ შეიძლება ასეთი საუზმე ან ვახშამი მოიმზადოთ, მაგრამ ამასთან, აუცილებლად მიიღეთ ცოცხალი ბოსტნეული, მწვანე სალათი და იოგურტი.
ვახშამზე მხოლოდ სალათი
გააჩნია სალათსაც, მაგალითად მექსიკური სალათი „ტაკო“ დიდი რაოდენობით კალორიულ სოუსს, ცხიმიან ყველს და ცხარე ჩიფსებს შეიცავს. ეს ყველაფერი კი 52 გრამზე 850 კალორიაა. ამიტომ, თუ ნამდვილად მსუბუქი სალათის ჭამა გინდათ, იმისათვის, რომ ვახშამზე არ გადაიტვირთოთ, ქათმის სალათი იდეალური გამოსავალია. ნაკლები ცხიმით და ცოცხალი ბოსტნეულით.
ცოცხალ ხილს, ხილის წვენით ცვლით
მაღაზიაში ნაყიდი ხილის წვენი ბევრად მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე ხილი. გარდა ამისა, წვენისგან განსხვავებით, საშუალო ზომის ფორთოხალი შიმშილის გრძნობას გაგიქრობთ.
უარს ამბობთ დესერტზე
თავიდან თქვენ უარს ამბობთ ნამცხვარზე, შემდეგ კი ცდუნებას მაინც ვერ უძლებთ და მთელ შეკვრა კრეკერებს მიირთმევთ. იმისათვის, რომ არ შეცდეთ, ზოგჯერ მაინც მიეცით დესერტის უფლება თავს.
თქვენ მთლიანად ამოიღეთ რაციონიდან ცხიმი
ორგანიზმისთვის გარკვეული რაოდენობის ცხმიმის მიღება აუციელბელია. იმუნური სისტემის სწორი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მიიღოთ E, A და K ვიტამინები. გარდა ამისა, ისინი ენერგიითაც გავსებენ. ყოველდღიურად მიღებული კალორიებიდან ცხიმი 30%-ს უნდა შეადგენდეს.
თქვენ დიდი რაოდენობით ყავას სვამთ, კალორიების დასაწვავად
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სტიმულატორი გარკვეული დროის მანძილზე ამშვიდებს თქვენს მეტაბოლიზმს, მაგრამ ეფექტი არც თუ ისეთი შთამბეჭდავია, რომ ორგანიმზის კოფეინით გადატვირთვა ღირდეს.
































































