უჩვეულოდ გრძელი და ცივი, თოვლიანი ზამთრის შემდეგ, გაზაფხული რომ ვერ იგრძნეს, გურულები კრიჭაშეკრული, მაგრამ მაინც ხუმობდნენ: „ამფერი გრძელი ზამთარი, გასულ შემოდგომაზე იყო და ახლა გაზაფხულზეაო!“
თოვლჭყაპიანი მარტის შემდეგ, აპრილიც გაგულისებული რომ მიუყვება გზას, მაგნოლიებმა და თანამეინახე ვარდფეროვანებმა მაინც შეძლეს, აქა-იქ გამონათებული მზისთვის გული გადაეშალათ.
„ძლივს არ დაგინახეთ, ჩვენო მაგნოლია?“ _ პოეტის კლასიკა ამჯრად სათავისოდ „მოირგეს“ გურულებმა.
ავტორი