საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა.
„გაზაფხულისთვის მზად ვართ! “ქართულ ოცნებას” შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს, იმ ოპოზიციური პარტიებისგან და ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან და დემოკრატიაზე და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.
ქვეყანაში ვითარების “გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს,”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.