აშშ-ის თავდაცვის სამინისტროდან გაჟონილი საიდუმლო ფაილებიდან ერთ-ერთ დოკუმენტში საუბარია რუსეთის ელიტაში განხეთქილებაზე. ამავე დოკუმენტის მიხედვით, პუტინს ონკოლოგიური დაავადება აქვს. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს DW წერს, რომ ინფორმაცია გამოაქვეყნა რამდენიმე გერმანულმა მედიამ, მათ შორის Tagesspiegel-მა და Focus-მა.
გამოცემის ცნობით, უკრაინული წყაროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც თავის მხრივ კრემლთან დაახლოებულ წყაროს ეყრდნობა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს საბოტაჟი სურდათ, რათა რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ომი.
გამოცემის ცნობით, ამისათვის ისინი აპირებდნენ ჯარების სამხრეთში გადაყვანას. „X“ დღედ ჩანიშნეს 5 მარტი, როდესაც ვლადიმერ პუტინს ქიმიოთერაპიის კურსი უნდა დაეწყო და ის ვეღარ შეძლებდა მიმდინარე პროცესებზე გავლენის ქონას.
ამგვარად, წყაროს ცნობით, პუტინი სიმსივნით არის დაავადებული. ფაილებიდან ირკვევა, რომ შემდეგში გერასიმოვმა თავისი გეგმებზე უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.