“გაზპრომმა” ავსტრიის გავლით იტალიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა – ამის შესახებ განცხადება რუსულმა ენერგოგიგანტმა თავად გაავრცელა.
მიზეზად კი ის დაასახელა, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ვერ შეძლებს იტალიისთვის გაზის მიწოდებას, რადგან ავსტრიის გავლით მისი ტრანსპორტირება ვერ ხერხდება.
„გაზპრომის“ განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ავსტრიის კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია.