მექსიკაში გაზსადენი ორ სხვადასხვა ადგილას აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას RT ავრცელებს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 66 ადამიანია დაღუპული, არიან დაშავებულებიც, რომელთა შორის 12 წლის ბიჭია.
როგორც ცნობილია, გაზსადენის აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია, რომელიც ქურდების მიერ საწვავის მოპარვისას მილსადენის დაზიანების შედეგად დაიწყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, გაზი რამდენიმე საათის განმავლობაში ჟონავდა და ხალხი საწვავის წასაღებად შეგროვდა, მიუხედავად ხელისუფლების მოწოდებისა, რომ ეს მათი სიცოცხლისთვის სახიფათო იყო.