გედევან ფოფხაძემ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა. მისი განცხადება კომიტეტმა ცნობად რამდენიმე წუთის წინ მიიღო და შესაბამისად ფოფხაძეს უფლებამოსულება ოფიციალურად შეუწყდა.
ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს თავმჯდომარის პირვცელი მოადგილის პოსტს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, ამ საკითხზე გუნდში იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას შემდეგ გაახმაურებენ.
შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძემ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტის დატოვცების თაობაზე განცხადება გასული წლის 28 დეკემბერს შეიტანა.