„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კოვიდ19 დაუდასტურდა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.
აღსანიშნავია, რომ პარტიის პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კოვიდ19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.
პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” სხვა ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.