ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე მიმართვა ვრცელდება. სკოლის ადმინისტრაცია პირველსკოლელებს მიმართავს.
“ძვირფასო პირველსკოლელებო, მოსწავლეებო, პედაგოგებო, მშობლებო, ბებია-ბაბუებო!
ხვალ 15 სექტემბერია, ახალი სასწავლო წელი იწყება, პანდემიის გამო, დისტანციურად, ამიტომაც ვღელავთ. ხვალ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის კედლებს არ შეაზანზარებს თქვენი ჟრიამული. ბოდიში პირველკლასელებს, რომ 4 ოქტომბრამდე ვერ შევეგებებით ტრადიციულად. ახლა, ამ პანდემიის ფონზე, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა, თანამშრომლობა და დახმარება, რომ დისტანციური სწავლება გავხადოთ უფრო ეფექტიანი და საინტერესო, რომ მალე წარმატებით გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი ფიზიკურ სასკოლო გარემოში.
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გელოდებით ,,დისტანციურ სკოლაში“. ერთად შეუძლებელს შევძლებთ, წარმატებებს გისურვებთ!” _ წერია სკოლის ფეისბუქგვერდზე.