ასტროლოგიურად თუ მივუდგებით საკითხს, ყველაზე მეტად მეორე ნახევრის გარეშე გაძლება სასწორებს, ლომებს, კირჩხიბებს, თევზებსა და კუროებს უჭირთ. ამ ნიშნით დაბადებულები ძალიან კარგად ახერხებენ იდეალური ქმრის/ცოლის როლის მორგებას და მათთვის საყვარელ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება სულაც არ გახლავთ რთული.
შედარებით უფრო ეძნელებათ უღელში თავის გაყოფა ვერძებს, მორიელებს, მშვილდოსნებს, მერწყულებსა და ტყუპს. ამ ადამიანებისთვის, სიყვარულის გარდა, ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინტერესი ცხოვრებაში – იქნება ეს სწავლა, კარიერა, ჰობი თუ გართობა.
ისინი გვიან, მაგრამ მაინც ქორწინდებიან ან ადრეული ასაკიდანვე იწყებენ “საქორწინო კარუსელს” და უკვე შუახანს მიტანებულებს ორი ან სამი “ყოფილი ოჯახიც” გააჩნიათ.