საინტერესო სტატისტიკამ, რომელიც ევროპელმა ასტროლოგებმა წლების მანძილზე კერძო პრაქტიკის მეშვეობით აწარმოეს გამოავლინა, ე.წ. „უქორწინებლობისკენ“ მიდრეკილი ადამიანები ჩინური კალენდრის მიხედვით.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე ნაკლებად მამაკაცებს შორის ქორწინებისკენ მიდრეკილება მაიმუნის, ვირთხის და დრაკონის წელში დაბადებულ მამრებს აღენიშნებათ. ამ ადამიანებს ქარიზმატულობა ახასიათებთ და ცხოვრების მანძილზე ძალიან არიან განებივრებული პარტნიორების სიუხვით. შესაბამისად, გვიან ასაკამდე მაინც არ ცდილობენ უღელში თავის გაყოფას.
საქმე სხვაგვარადაა ცხენის, ვეფხვის, ძაღლის წელში დაბადებული მამაკაცების შემთხვევაში. ამ წლებში დაბადებულ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, ქალთა სქესის მიმართ გარკვეული სიძულვილიც კი ახასიათებთ. რომლის მიზეზიც ასტროლოგების აზრით, ქალური ბუნების არასწორი გაგება და მიდგომაა.
[sexy_author_bio]