ქალთა საფეხბურთო კლუბის “ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა წარმატებული თამაშის შემდეგ, არაერთი საჩუქარი მიიღეს. ერთ-ერთი ფეხბურთელი, ხატია ჭყონია გულშემატკივრის, იური ბაბუასგან მიღებული საჩუქარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მას მადლობას უხდის.
“არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო იური ბაბუას საჩუქარი. მცირედია შეიძლება, მაგრამ მთელი სავსე გულთ… ის ჩვენი გუნდის პირველი გულშემატკივარია. ყველა თამაშზე გვახალისებს ბავშვებს და გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის. ძალიან საყვარელია – ჯამრთელობა მინდა ვუსურვო და დიდხანს სიცოცხლე. გენაცვალე ბაბუ კეთილ და სუფთა გულში.“ – წერს ხატია ჭყონია.