საქართველოს გენერალთა კლუბი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კონტრ-ადმირალ ალექსანდრე ჯავახიშვილის გარდაცვალების გამო. ალექსანდრე ჯავახიშვილი გახლდათ ატომური სტრატეგიული წყალქვეშა ნავის პირველი მეთაური, რომელმაც 1972 წელს ბალისტიკურ-სარაკეტო, წყალქვეშა ატომური კრეისერით დედამიწას შემოუარა, 1992-97 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, 2000 წლიდან საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის პრორექტორი. ალექსანდრე ჯავახიშვილი დაჯილდოებულია 2 ორდენით და 13 მედლით.
საქართველოს გენერალთა კლუბი კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა წუხილს და სამძიმარს უცხადებს ალექსანდრე ჯავახიშვილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამებრძოლებს და კოლეგებს.
(R)