უნიჭო კომპოზიტორებს შორის ჰაიდნს ბევრი მოშურნე ჰყავდა. ერთ-ერთმა მათგანმა გადაწყვიტა მოცარტიც მიემხრო.
მან დიდი კომპოზიტორი კონცერტზე მიიწვია, სადაც ჰაიდნის კვარტეტს ასრულებდნენ. კონცერტის დროს მან აღშფოთებით უთხრა მოცარტს:
– მე არასოდეს არ დავწერდი ასე.
– მეც, – უმალ გამოეხმაურა მოცარტი, – და იცით რატომ? არც თქვენ და არც მე ეს მომხიბლავი მელოდია არასოდეს მოგვივიდოდა თავში.