ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) ოლიმპიური ჩემპიონია.
შეჯიბრების ფინალში პეტრიაშვილმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ირანელი სპორტსმენი ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა.
აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.