გერმანელი ეკონომისტების მტკიცებით, ამ ქვეყნის მცხოვრებლებმა მიმდინარე წელს, ინტერნეტით განხორციელებულ შენაძენებზე უკვე, დაახლოებით 28,3 მილიარდი ევრო დახარჯეს.
ეს 14 პროცენტით მეტია, ვიდრე შარშან იყო. როგორც ამ სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, ყველაზე მეტ თანხას გერმანელები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად ხარჯავენ.
წელს გერმანიის მოქალაქეები ინტერნეტით განხორციელებულ შესყიდვებზე იმაზე მეტ თანხას დახარჯავენ, ვიდრე ოდესმე.
გერმანელმა მომხმარებლებმა 28,3 მილიარდის მეოთხედი ინტერნეტმომსახურების გადასახდელად, კერძოდ, კომპიუტერული პროგრამებისა და მუსიკის გადმოსაწერად გაიღეს, დანარჩენი თანხით კი მათთვის სასურველი საქონელი შეიძინეს.
ექსპერტები არა მხოლოდ ონლაინვაჭრობის მოცულობის გაზრდას ვარაუდობენ, მათი აზრით, შეკვეთით მიღებული საქონლის მოცულობაც გაიზრდება ქვეყანაში.
დღესდღეობით გერმანიის თითოეული მცხოვრები ვაჭრობის ზემოხსენებული ფორმების გამოყენებით 365 ევროს ხარჯავს წელიწადში.