რამდენიმე დღის წინ გერმანულმა გამოცემამ „Bილდ” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ყოველდღიური გაზეთის მტკიცებით, გერმანელმა სოციოლოგებმა ცოტა ხნის წინ ერთგვარი კვლევა ჩაატარეს და სენსაციურ აღმოჩენამდე მივიდნენ.
როგორც ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, მამაკაცების 58 პროცენტს ჭკვიანი ცოლი არ სჭირდება.
მათი განცხადებით, მთავარია, მეუღლის ხასიათის „გასწორება“ შეეძლოს.
64 პროცენტი ისეთ საცოლეს ეძებს, ლოგინში ინიციატივას თავის თავზე რომ იღებს და ქმარს ზედმეტი ოფლისღვრისგან იხსნის.
მამაკაცების მესამედის აღიარებით, თუ ცოლს სექსუალური საცვლები არ აცვია, შეიძლება ზედაც არ შეხედოს.