გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ჰელგე ლინდი ამბობს, რომ საქართველოში “რუსული კანონის” მიღების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ საქართველო თავშესაფრის მიზნებისთვის “უსაფრთხო ქვეყნების” სიიდან ამოიღოს. ამის შესახებ stern.de წერს
დეპუტატის თქმით, გერმანიის ფედერალური მთავრობა ყურადღებით აკვირდება პოლიტიკურ სიტუაციას და დემოკრატიული სისტემის განვითარებას და ამოწმებს, არის თუ არა შესაბამისი პირობები დაცული
როგორც ლინდი ამბობს, პარტიაში მიაჩნიათ, რომ რუსული კანონის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური დევნაა და გერმანია ვალდებული იქნება, შეცვალოს თავშესაფრის პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
,,თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოში მოსახლეობას უნდა ეშინოდეს დევნის, “შესაბამისი შედეგები მოჰყვება”. საქართველო, მოლდოვასთან ერთად, მხოლოდ გასული წლის ბოლოს იქნა კლასიფიცირებული როგორც წარმოშობის უსაფრთხო ქვეყანა. ფედერალური მთავრობა ამტკიცებდა იმ დროს, რომ ორ ქვეყანაში ხალხი ზოგადად არ იყო პოლიტიკური დევნის საფრთხის წინაშე. კლასიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს მიგრაციის შეზღუდვას: თავშესაფრის მოთხოვნა წარმოშობის უსაფრთხო ქვეყნიდან მოქალაქისგან შეიძლება უფრო სწრაფად განიხილებოდეს და უფრო მარტივად იქნას უარყოფილი“, – აცხადებს ჰელგე ლინდი.
გამოცემა წერს, რომ “საქართველოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ფაქტობრივად მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყანა დეკემბრიდან არის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი. თუმცა, თბილისის მთავრობის მიერ საკამათო შემოთავაზებული კანონი კვირების განმავლობაში იწვევს დაძაბულობას”
stern.de წერს, რომ კრიტიკოსები ხედავენ პარალელებს რუსეთში „უცხოური აგენტების“ წინააღმდეგ კანონთან, რომელიც საშუალებას აძლევს იქაურ ხელისუფლებას განახორციელოს მასიური ზომები კრიტიკული მედიისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ. ევროკავშირმა ასევე მოუწოდა თბილისს გაეწვია შემოთავაზებული კანონი.
ავტორი