სამი ევროპული ქვეყანა – გერმანია, ავსტრია და უნგრეთი ეწინააღმდეგება რუსული ენერგორესურსების შესყიდვის შეწყვეტას – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკმა .
„პოლონეთმა ხაზგასმით აღნიშნა ნახშირწყალბადებით ვაჭრობის შეზღუდვის აუცილებლობა, ანუ რუსეთთან ნავთობით, გაზით და ნახშირით ვაჭრობა. მე მჯერა, რომ ჩვენი ხმა ამ საკითხში ყველაზე ძლიერი იყო. სამწუხაროდ, დიდმა ქვეყნებმა, კერძოდ გერმანიამ და ზოგიერთმა პატარამ, როგორიცაა ავსტრია ან უნგრეთი, უფრო თავშეკავებულები არიან” – თქვა მორავეცკიმ.
გამოცემა polsatnews წერს, პოლონეთის პრემიერმა ღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთში ახალი სახსრების, ახალი ფულის, ევროს და დოლარის ნაკადი რაც შეიძლება მალე დაიბლოკოს.
ცნობისთვის, დღეს 25 მარტს, ნატოს სამიტის დასრულებისთანავე პოლონეთმა, ჩეხეთმა და სლოვენიამ უკრაინის დახმარების 10 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. გეგმა ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების გარდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ყველა რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშვას, რუსული გემებისთვის პორტების, მოქალაქეებისთვის კი საზღვრების დაკეტვას მოიცავს.