გერმანია უკრაინას Leopard 2A6 ტიპის 14 ტანკს გადასცემს, ძირითადი საბრძოლო ტანკი ბუნდესვერის მარაგებიდან გაიგზავნება. ამის შესახებ მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა განაცხადა – ინფორმაციას spiegel ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის შესახებ კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფედერალურ კაბინეტში განაცხადა.
„გადაწყვეტილება მიჰყვება ჩვენს ცნობილ ხაზს, რომ უკრაინას მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო დონეზე მჭიდროდ კოორდინირებულად“, – ნათქვამია კანცლერის განცხადებაში.
როგორც spiegel წერს, მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიზანია სწრაფად შეიკრიბოს ორი სატანკო ბატალიონი Leopard 2 ტანკით, როგორც პირველი ნაბიჯი. გერმანია კომპანიას გადასცემს 14 ლეოპარდ 2 A6-ს. უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გერმანიაში სწრაფად უნდა გაიარონ ტანკებზე სწავლება. პაკეტში, ასევე შედის საბრძოლო მასალა, ლოგისტიკა და სისტემების მოვლა.
ამას გარდა, ბერლინი პარტნიორ ქვეყნებს უფლებას მისცემს, რომ საკუთარი წარმოების ტანკები უკრაინას გადასცენ. მსგავსი განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს პოლონეთს.
ამ გადაწყვეტილებას უკრაინა და დასავლელი პარტნიორები უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ელოდებოდნენ.
ავტორი