“თითქმის 3 თვეა ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი მომავლისთვის ევროკავშირში და აპროტესტებს ხელისუფლების კურსს. დაშინება, დაკავება და ძალადობა გრძელდება. დღეს, გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები ქართველი მაღალჩინოსნების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელნი”, – წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად ვის შეეხება ეს სავიზო შეზღუდვები.