გერმანიამ ძლიერი თოვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას WIONEWS ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ გერმანიაში მოსული თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აჭარბებს.
თოვლმა საგზაო მიმოსვლის ქაოსი გამოიწვია და სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა.
როგორც ცნობილია, გერმანიის ალპებში კვირის განმავლობაში 7 ადამიანი დაიღუპა.