მოქალაქეების ინფორმაციით, გერმანიამ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო გერმანიამ ქართველების დეპორტაცია დაიწყო. “გუშინ გვიან ღამით, ბერლინიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი დაჯდა
დეპორტირებულებს შორის არიან, გერმანიაში, სამკურნალოდ წასული ქართველები, ასევე ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია გერმანიიდან, საეჭვოდ დაემთხვა, ამავე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
2 დღის წინ, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ დამატებითი სანქციები დაუწესა თანამდებობის პირებს საქართველოდან.
“გერმანიამ დააწესა დამატებითი შეზღუდვები ქვეყანაში შემოსვლაზე ქართველი თანამდებობის პირებისათვის, რომლებიც [პროტესტის] ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელნი” – დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე.
გარდა ამისა, 5 დღის წინ ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ განაცხადა, არსებობს “სერიოზული ეჭვები“ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად კლასიფიკაციასთან დაკავშირებით”. _ ინფორმაციას ფბგვერდი “ისაუბრე” ავრცელებს.