გერმანიაში 4 ქართველი დააკავეს – მათ ბინადრობის უფლება არ ჰქონდათ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გერმანული გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე იყვნენ დასაქმებულები.
“ოთხი ქართველი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მათ არ გააჩნდათ ბინადრობის საჭირო ნებართვა, რომელიც დასაქმების საშუალებას მისცემდა”, – წერს მედია.
ქართველების წინააღმდეგ გამოძიება უკანონო ბინადრობის/უკანონო დასაქმების ბრალდებით დაიწყო.
წყარო: TV25