გერმანიაში მფრინავი ტაქსი ,, CITYAIRBUS“ გამოსცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას TRAVEL AND LEISURE ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მფრინავ ტაქსს ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია და საათში 120 კილომეტრს ავითარებს.
როგორც TRAVEL AND LEISURE წერს, ტაქსის შექმნელები იმედს გამოთქვამენ, რომ მალე მფრინავი ტაქსები ქალაქში მგზავრებს გადაიყვანენ, რომლის შემდეგ საცობების თავიდან აცილება მოხდება.
,,მფრინავ ტაქსს, ხმელეთზე მოძრავისგან ის უპირატესობა აქვს, რომ უხმაუროდ გადაადგილდება“, – აცხადებენ გამომგონებლები.
როგორც ცნობილია, პირველი ფრენა, გერმანიაში მფრინავი ტაქსით 2019 წლის დეკემბერში შესრულდა. ამ დრომდე კი, ცნობილი არაა, როდის დაიწყება გერმანიაში მფრინავი ტაქსების წარმოება.