გერმანული კომპანია “E-Volo” “მფრინავი თეფშის” იდეით დაინტერესდა და 80 კგ წონის საფრენი აპარატი, ე.წ. “მულტიკოპტერი” შექმნა.
ფიზიკოსმა თომას ზენკელმა საჩვენებელი ფრენა უკვე მოაწყო… ელექტროძრავებიან “მულტიკოპტერს” 16 ვერტიკალური პროპელერი აქვს და “ჯოისტიკით” იმართება, ბატარეების ფრენის მარაგი ჯერჯერობით 30 წუთია.
კომპანია აპირებს, ფრენის დროის გასაზრდელად გაზზე მომუშავე ძრავები გამოიყენოს.