გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, წარმოშობით რუსთაველი, 32 წლის კაცი დანით მოკლული იპოვეს. შემთხვევა ქალაქ მანჰაიმში მოხდა.
ამ დროისათვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. ფაქტს გერმანიის პოლიცია იძიებს.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოკლულის მეგობრები დააკავეს და დაკითხვაზე ჰყავთ.